суббота, 4 июля 2009 г.

გორის ისტორია

პროექტის მიზანი იქნება გორის ისტორიის გაცნობა. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მე-11 კლასის მოსწავლეები. ისინი 2 კვირის განმავლობაში მოიძიებენ მასალებს გორის ისტირიის შესახებ, გორში არსებული ისტორიულ-კულტურული ძეგლების, ნაგებობების, კულტურის, ტრადიციების შესახებ. ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ გორის ღირსშესანიშნაობების ამსახველ ფოტოებს.
გორი ამიერკავკასიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მისი წარმოშობის ისტორია შორეული საუკუნეების მიღმა იკარგებოდა. მთელი მისი ისტორიული, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული წარსყლით გორი საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიასთან განუყრელადაა დაკავშირებული. გორმა სახელი იმ გორაკისაგან მიიღო, რომელიც მის ცენტრშია აღმართული. იგი როგორც ციხე-ქალაქი წერილობით წყაროებში იხსენიება მე-7 საუკუნეში, ხოლო ქალაქად იწოდა მე-12 საუკუნეში მეფე დავით აღმაშენებლის დროს.
გორის ციხე აგებულია ქალაქის გულში, მაღალ გორაკზე. ნაგებობა საინტერესოა არა მარტო თავისი კონსტრუქციით, არამედ თავისი მდებარეობითაც. ამ უზარმაზარი ციხის ქონგურებიდან ხელისგულივით მოსჩანს თრიალეთისა და კვერნაკის მთები, მდ. მტკვრის და ლიახვის ხეობები, ამწვანებული ველ-მინდვრები და შორს კავკასიონის მარადი თოვლით დაფარული ქედები და მწვერვალები. გორაკი რომელზედაც ციხეა აშენებული, მაგარი კლდოვანი ქანებისაგან შედგება. ამატომაც გორის ციხე ერთ-ერთი ძლიერი თავდაცვითი ნაგებობა იყო, სადაც უცხო დამპყრობთა შემოსევების დროს მთელი ქალაქის მოსახლეობა იხიზნებოდა. მიუხედავად მრავალი ბრძოლისა გორის ციხე დღესაც ამაყად დგას ქალაქის შუაგულში. გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი. თეატრი გიორგი ერისთავის სახელობისაა. იგი დაარსდა 1934 წელს. ახლანდელი შენობა აშენდა 1935წელს. გორის თეატრის შექმნას ხელი შეუწყო ქალაქში არსებულმა ძველმა თეატრალურმა ტრადიციებმა, გ. ერისთავის მიერ გასულ საუკუნეში შექმნილმა სცენის მოყვარეთა თეატრმა. პირველი საშინაო წარმოდგენა გაიმართა 1945წელს, საჯარო კი 1965წელს. გორის ღვთისმშობლის ეკლესია აგებულია 1806-10 წლებში. ნაგებია აგურით. 1920წლის მიწისძვრამ შენობა ძლიერ დააზიანა. მკლავების გადაკვეთის ადგილას, თავისუფლად მდგარ ორ ბურჯზე და აფსიდის კუთხის პილასტრებზე გადაყვანილ ორსაფეხუროვან ნახევარწნულ თაღებზე დგას 12-სარკმელიანი გუმბათი. გუმბათის ყელი მდიდრულადაა მორთული. 12 მოჩარჩოებულ ფანჯარას შორის, შეწყვილებული ნახევარსვეტების კონაზე გადაყვანილია დეკორატიული თაღები- სვეტებს სწორკუთხა ბაზისები აქვთ. ი.ბ.სტალინის სახლ. მუზეუმი. კომპლექსში შედის სახლი, სადაც დაიბადა და ბავშვობის წლები გაატარა. სახლი აღდგა და გაიხსნა 1937წელს. ამავე წელს აიგო დამცავი პავილიონიც. სახლი ერთსართულიანია, ოროთახიანია, ნაგებია აგურით და ალიზით. შესასვლელი იყო ქუჩიდან, რომელიც ახლა გაუქმებულია. სახლის ნახევარფასადში, სადაც ჩადის კიბეები, ბ. ჯუღაშვილის სახელოსნო იყო. 1957წელს ი.ბ.სტალინის სახლის ჩრდილოეთით აიგო მუზეუმის ორსართულიანი შენობა, რომლის დარბაზში გამოფენილია სტალინის(1879-1953წწ) ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ექსპონატები. 1985 წელს მუზეუმის ეზოში დადგეს ვაგონი, სადაც მოთავსებულია სტალინის პირადი ნივთები. ი.ბ. სტალინის სახლ.მუზეუმი მილიონობით ტურისტს იზიდავს მსოფლიოს მრავალი კუთხიდან.